ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინა ინგრევა, 20% ოკუპირებულია, პოლიგონად არის გადაქცეული და არავინ არ იცის, როდის დასრულდება ეს ომი


ავტორი
Front News საქართველო
უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისგან და რადიკალებისგან შექმნილ აჟიოტაჟში გვავიწყდება ის გამოწვევები, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა, უკრაინა ინგრევა, 20% ოკუპირებულია, პოლიგონად არის გადაქცეული და არავინ არ იცის, როდის დასრულდება ეს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, ოპოზიცია ცდილობს პროვოკაციის და დესტაბილიზაციის მოწყობას და საუბრობენ უკრაინის მეორე ფრონტზე.
“მე ვფიქრობ ეს ასახავს რეალობას, რაც საზოგადოებაშია განწყობები. ყველა ის გაყალბებული კვლევა, რომელიც საზოგადოებამ იხილა რამდენიმე კვირის წინ, რა თქმა უნდა, იყო სამარცხვინო, ანგაჟირებული და მიკერძოებული. ეს არის ობიექტური, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი კვლევა ტარდება ქვეყანაში, მაგრამ საბოლოო კვლევები არის მაინც არჩევნები. მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, მეგობრებო. ჩვენ კიდევ ვერ ვხვდებით, ამ აჟიოტაჟში, რომელიც არის შექმნილი ამ უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისგან და რადიკალებისგან და სამწუხაროდ, თქვენი მედიაც არის ჩართული, აყოლილია აი ამ პოლიტიკას, გვავიწყდება ის გამოწვევები, რომელშიც მთელი მსოფლიოა დღეს. უკრაინა ინგრევა, 20% არის ოკუპირებული, პოლიგონად არის გადაქცეული და არავინ არ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. ჩვენ ამ დროს, ვიღაცები ცდილობენ, რომ პროვოკაციები მოაწყონ, დესტაბილიზაცია მოაწყონ, მეორე ფრონტებზე ლაპარაკობენ უკრაინის და აშ.. ეს არის მთავარი, ხალხი ამას ხედავს, აფასებს. მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – არავინ არ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე

ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო, რა მოხდება ხვალ, მგონი არც არავინ იცის

ირაკლი ღარიბაშვილი გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა