
ავტორი
Front News საქართველო
ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი და მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ ყველაფრის შენარჩუნებისთვის რა არის საჭირო და აუცილებელი. არაფერი იქნება, თუ არ გვექნება ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“დასაწყისში უკვე აღვნიშნე, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ ყოფილა უკრაინაში რაც ხდება, ხედავთ, რომ ომი არ ჩერდება უბრალოდ და უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20%-ზე მეტი უკვე გადაქცეულია პოლიგონად და მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი. ქალაქები, სოფლები, რაიონები სწორდება მიწასთან და ამის შემჩერებელი არავინაა.
ამიტომ ის გეგმა, რაც არსებობდა ჩვენს წინააღმდეგ, უკრაინიზაციის გეგმა და მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა ჩვენს მტრებს რა თქმა უნდა, ჩაუვარდათ კიდევ ერთხელ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს