
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს ბოლაჟშ ორბანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
“ხაზი გაესვა უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ბოლაჟშ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა ორი ქვეყნის შესაბამისი სამინისტროების შეხვედრა.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს. ბოლაჟშ ორბანმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის კაბინეტის უფროსი დორა სივიჩი, უნგრეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარტონ უგროჟდი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს