
ავტორი
Front News საქართველო
უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი გაგრძელდეს, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის ძვირფასი.
„რა თქმა უნდა, მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე, მათი სიცოცხლე, ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან ძვირფასი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ისევე როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ, მთელმა საქართველომ, მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა სოლიდარობა გამოვხატოთ და მე აღარ მინდა გავიმეორო, რომ ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი გაგრძელდეს, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს