
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც სილეტოს ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრო და მუზეუმის თანამშრომლებს ევროპის მუზეუმების პრემიის EMYA2023 – გამარჯვებულის ტიტული პირადად მიულოცა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა სილეტოს პრიზი 6 მაისს ბარსელონაში EMYA-ის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.
მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.
სილეტოს ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო მუზეუმს საზოგადოების საკეთილდღეოდ ჩატარებული საქმიანობისა და საზოგადოების სამუზეუმო ცხოვრებაში განსაკუთრებული ჩართულობისთვის. სილეტოს გარდამავალი ჯილდო გამარჯვებულ მუზეუმს ერთი წლით გადაეცემა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს