
ავტორი
Front News საქართველო
ვაფასებთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ეუთოს ფასეულ როლს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან ისეთ გადამწყვეტ დროს, რომელიც ჩვენს რეგიონსა და საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას უდგას. ვაფასებთ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფასეულ მონაწილეობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში”,- წერს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს