ირაკლი ღარიბაშვილი – ვერავინ ვერ შეძლებს ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში, ამის გარანტი არის ჩვენი ძლიერი გუნდი და ჩვენი ერთობა

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება“ არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პროექტების განხორციელებას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა.
“ჩვენს მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები, არც ომი და არავინ და ვერავინ ვერ შეძლებს ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი არის ჩვენი ძლიერი გუნდი და ჩვენი ერთობა. „ქართული ოცნება“ არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


