
ავტორი
Front News საქართველო
ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” წერს.
ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობას უხდის.
“ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს