
ავტორი
Front News საქართველო
მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია.
“ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს