ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვლადიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს