
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვალში ორნიშნა-14,6% იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან დამაიმედებელია.
“ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან საიმედო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს იანვარ-თებერვალში, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ჯამში ორივე თვის ზრდა 14,6% გამოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის. ამ ტემპებს შენარჩუნება, აქტიურობა სჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ და ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან წარმატებული წელი უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს