
ავტორი
Front News საქართველო
თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგო ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით, გვინდა მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგოს მიმართულება განვითარდეს და ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს