
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს პირველი ოქრო სპორტის ამ სახეობაში.
“ტალინში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა წყვილმა საქართველოდან, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. ეს არის საქართველოს პირველი ოქრო სპორტის ამ სახეობაში.
ლუკა ბერულავა წარმოშობით აფხაზეთიდანაა.
ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს და ქართველ გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩემპიონებს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს