
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ზაზა ალექსიძის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.
“მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს“,- აღნიშნავს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს