
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის და ყველა მომავალი თაობისათვის.
“დღეს ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი, ღირსებით, პატრიოტიზმითა და განათლებით გამორჩეული მამულიშვილი, იგი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ქართველებისა და აფხაზების ერთიანობისათვის.
“თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია “ – მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიწერილი ეს სიტყვები ჟიული შარტავას გმირობის შემსწრე უცნობ აფხაზს ეკუთვნის.
ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის, ყველა მომავალი თაობისათვის. დიდება ჩვენს გმირებს!”,- აცხადებს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს