“ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას, არავის ეშინია იარაღის ჟღარუნის და მისი ბაქი-ბუქის”


ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას. არავის ეშინია იარაღის ჟღარუნის და მისი ბაქი-ბუქის ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
"ჩვენ მოვისმინეთ ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, ზიზღის ენით პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მართლმსაჯულების სისტემაში, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა არ უწყობს ხელს, რომ ქვეყანაში ეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკების გზით განიმუხტოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა, მოვუწოდეთ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები, ის ღიად უწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს ყველა იმ სიტყვას, რომელიც მიუღებელია თანამედროვე ცივილიზაციისთვის და დემოკრატიისთვის. ის ღიად უხდის მადლობას ბიძინა ივანიშვილს მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი, იმ ადამიანებს ღიად უწოდებს კრიმინალებს, რომლებიც იცავენ თავისუფალ სიტყვას და თავისუფლებას.
მინდა მოვუწოდო მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს ხელს დააჭერს და ხმას მისცემს ირაკლი ღარიბაშვილს, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე, დენთის კასრის დაკიდება არავის ეპატიება. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი არის საფრთხის ქვეშ. ყველაზე მნიშვნელოვნად რაც მიმაჩნია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ამ კრიზისის განმუხტვისთვის ჩვენ გვესახება საერთაშორისო პარტნიორების ყურის მიგდება და მათი ჩართულობით მოლაპარაკებები.
ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას. არავის ეშინია იარაღის ჟღარუნის და მისი ბაქი-ბუქის ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს