ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ დავით სუჯაშვილი დაინიშნება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: Front News-ის ინფორმაციით, თავდაცვის მომავალი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი დაიკავებს.
აღნიშნულ თანამდებობაზე დავით სუჯაშვილს ლევან იზორია შეცვლის, რომელიც ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე დაინიშნება.
როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაურის გარდა საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.
2 სექტემბერს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. 3 სექტემბერს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.
ახალ მინისტრთა კაბინეტში შს მინისტრის თანამდებობას სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის პოსტს კი “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას 8 სექტემბერს გამოუცხადებს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა