ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქცია იმართება


ავტორი
Front News საქართველო
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი – ამ მოთხოვნით პრემიერის სახლთან აქტივისტები აქციას მართავენ.
ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, ცოტა ხნის წინ, დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.
ადგილზე შეკრებილ ადამიანებს ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, გზის სავალ ნაწილზე, კონკრეტული წარწერის გაკეთება სურდათ, თუმცა პოლიციელებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
სამართალდამცველებმა აქციის მოანწილეებს საღებავები წაართვეს და ერთ-ერთი ადამიანი დააკავეს, რომელიც წარწერა “მკვლელის” დაწერას ცდილობდა.
ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს