
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების ადამიანური რესურსების და ემირატიზაციის მინისტრი აბდულრაჰმან ალ ავარი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს.
ასევე, დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს