Logo

ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯღალოსნებს ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა

საზოგადოება
305
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს და მათ გულშემატკივრებს რაგბი ევროპის  ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას ულოცავს. 

მთავრობის მეთაური ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას უსურვებს. 

„გილოცავთ! ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის  ჩემპიონატის" მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს, რომელიც ტრადიციულად საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში თამაშდება. ქართველ ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ვუსურვებ!"- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს მოედანზე გულშემატკივრობდა. მატჩის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა გამარჯვებულებს ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.

თაგები:

Advertisement