ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ბაკურიანში ახალი საბაგირო დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად საკურორტო კომპლექსში მდებარე ავსტრიული კომპანიის – „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგიროები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა.
გონდოლის ტიპის 1200-მეტრიან საბაგიროს ახალ საბაგირომდე მისასვლელად 6-7 წუთი სჭირდება. რაც შეეხება ახალ, დასაჯდომ საბაგიროს, რომელიც 1000-მეტრია, იგი ქარისა და წვიმისაგან დასაცავად დახურული ტიპისაა და დანიშნულების ადგილამდე მისვლას 5-6 წუთი სჭირდება.
საბაგიროები ევროპულმა კომპანიებმა ,,LV Service’’ -მა და ,,snowpro’’-მ ააშენეს.
ახალი საბაგირო გზა ბაკურიანში არსებულ ოთხ სათხილამურო ტრასას (მიტარბი, კოხტა, დიდველი და ტატრაპომა) დააკავშირებს.
აღნიშნული პროექტისთვის 5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




