
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „მულტილატერალიზმი უსაფრთხოებისა და გეოსტრატეგიული საკითხების ჩათვლით“.
თემატური დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა რეგიონალურ გამოწვევებზე, კონფლიქტებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში ერთობლივი ძალისხმევის, ერთობის შენარჩუნება და გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ალენ ბერსე, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ხრისტოდულიდისი, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი, ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინია და სხვა ლიდერები.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს