ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა.
შეხვედრისას ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობასა და პოლონეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით.
აღინიშნა, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და მნიშვნელოვანია, მათი როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის უახლოეს სამიტზე, მათ შორის უზრუნველყოფილი იყოს დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი – „მეტი მეტისთვის“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ ამბიციური გეგმა, 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერილი იყოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან.
შეხვედრას, საქართველოს დელეგაციიდან, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.


ირაკლი ღარიბაშვილმა სებასტიან კურცთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ავღანეთის თემაზე მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ირაკლი ღარიბაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის – “ადვოკატთა სახლის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა