
ავტორი
Front News საქართველო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს