
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლენტეხში, თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა.
ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში განხორციელდა.
“მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.
პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.
პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, სულ ჯამში რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები, იცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყო გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები, მოეწყობა სკვერი. სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში დაიხარჯა 4, 935, 828 ლარი, დამატებით იგეგმება 1,800,000 ლარის ინვესტირება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს