
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში კომპანია „პლანტაციას“ ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურს საწარმოში კომპანიის ხელმძღვანელმა ლანა ჟღენტმა უმასპინძლა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამების საშუალებით სახელმწიფო ფერმერებს და მეწარმეებს მაქსიმალურად მხარში უდგას. საწარმოს სრული ინვესტიცია 300 000 ლარია.
მეწარმემ დაფინანსება პროგრამების “აწარმოე საქართველოში” და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო და ჩაის პლანტაცია 5 ჰა ფართობზე გააშენა.
ადგილზე მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს