
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური ფალიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ამ დროისთვის დასრულებულია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობის რეაბილიტაცია, რაზეც 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 14.8 მილიონი ლარია.
ასევე, მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს