ირაკლი ღარიბაშვილმა რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც მილიონამდე მოქალაქეს შეეხება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე პრემიერმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.
“ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებული, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.
პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




