
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამუშაო ჯგუფის სახელით “მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე”, დისკუსიის შემაჯამებელი მოსაზრებები წარუდგინა სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს.
“სამუშაო ვახშამზე დამსწრე ლიდერებმა ასევე შეაჯამეს სამიტის და, კერძოდ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამი სამიტი ჩატარდება მოლდოვაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობდა პოლიტიკური გაერთიანების პირველი პლენარული სესიის გახსნაში.
სამიტის ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური მრგვალი მაგიდა – მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკის, კლიმატისა და ეკონომიკის თემებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად თავმჯდომარეობდა მრგვალ მაგიდას – “მშვიდობა და უსაფრთხოება”.
დისკუსიებს ასევე თავმჯდომარეობდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი და ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს