
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა.
“მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს