Logo

ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

პოლიტიკა
709
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.
 

ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
 

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები