ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრემიერ-მინისტრი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს
საზოგადოება
1612

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.





