
ავტორი
Front News საქართველო
მოშიმშილე ირაკლი გოგუაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობას წყვეტს.
გოგუაძის თქმით, დანებებას არ აპირებს და პროტესტის სხვა ფორმას მოიფიქრებს.
“მომიხსნეს ტკივილი და მოკლედ გამომიყვანეს მდგომარეობიდან. რაც შეეხება შიმშილობას, ვწყვეტ, იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელო მკურნალობის კურსი. ჩემი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში, ისეთ საავადმყოფოში სადაც დაცული იქნებოდა მისი სიცოცლხის და ჯანმრთელობის უფლება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მოთხოვნა შესრულებული დღესაც არ არის და იგი ამ ეტაპზე უფრო ცუდ პირობებშია, ვიდრე რუსთავის ციხეში იყო”, – განაცხადა ირაკლი გოგუაძემ.
მისი თქმით, დანებებას არ აპირებს და პროტესტის სხვა ფორმას მოიფქირებს, რადგან ორგანიზმი შიმშილობის საშუალებას აღარ აძლევს.
ირაკლი გოგუაძე შეუძლოდ გუშინ, გვიან ღამით გახდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს