ირაკლი იაშვილი – ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ?

ავტორი
Front News საქართველო
ჩამოვაქციოთ ლარი – მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? 30 წელია, ნალოლიავებია, ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკა პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს ისე, რომ კმაყოფილი თავადაც იყოს.
“30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ჩვენც მათ შორის. ახლა მინდა, გავიგო, მომავალში რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას.
ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? 30 წელია, ნალოლიავებია, ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი – მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ.
მე არ ვიცი პოლიტიკა, ბიზნესმენი ვარ და პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. არ ვუერთდები არანაირ პეტიციას”, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
თაგები:
ირაკლი იაშვილი




