Logo

ირაკლი ქადაგიშვილი - ამ ყველაფერს აქვს ერთდღიანი, ან მაქსიმუმ ორდღიანი სპეკულაციის მიზანი

პოლიტიკა
350
Frontnews image description

ეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაა, იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც განცხადებული აქვთ, რომ უნდათ ამ ორგანიზაციის წევრობა, ბუნებრივია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ვერ იქნებოდა მიწვეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას აქვს ერთდღიანი, ან მაქსიმუმ ორდღიანი სპეკულაციის მიზანი.

"ეს არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა, სადაც გაწევრიანებულია ჩინეთთან ერთად რუსეთი, ინდოეთი, ბელარუსი, პაკისტანი და სხვა რამდენიმე ქვეყანა. ამასთან ერთად, იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვს ასოცირებული ურთიერთობა მათთან, მაგალითად თურქეთი.

იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ განაცხადი გაკეთებული, რომ უნდათ ამ ორგანიზაციის წევრობა და თანამშრომლობა. ეს არის სულ სხვა ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი შემხებლობა იმ ქვეყნებთან, რომელ ქვეყნებსაც აქვთ გამოკვეთილი ე.წ. პროდასავლური, პროატლანტიკური ორიენტაცია.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ვერ იქნებოდა მიწვეული. წარმოიდგინეთ, იქ რომ საქართველოს მიეწვიათ რა ამბავს ატეხდა ჯო უილსონიდან დაწყებული, ამ ოპოზიციის პროპაგანდით დამთავრებული, რომ საქართველო კურსი შეიცვალა და შანხაის ორგანიზაციაში წევრიანდება რუსეთთან ერთად და ა.შ.

ამ ყველაფერს აქვს ერთდღიანი, ან მაქსიმუმ ორდღიანი სპეკულაციის მიზანი, მეტი არაფერი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები