Logo

ირაკლი ქადაგიშვილი - ამხელა ევროპარლამენტია და დაკავებული არიან ჭორაობით

პოლიტიკა
6 საათის წინ / 20:09
138
Frontnews image description

ამხელა ევროპარლამენტია და დაკავებულნი არიან ჭორაობით, ფაქტების ფალსიფიცირებით, რეალობის გამრუდებით და მეტი რაღა პასუხი გავცეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"რა დონის ზერელე რეზოლუციებია, იმ დონის ზერელე განცხადებებია. ამხელა თითქოს ევროპარლამენტია და დაკავებულნი არიან ჭორაობით, ფაქტების ფალსიფიცირებით, რეალობის გამრუდებით და მეტი რაღა პასუხი გავცეთ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ასეთ რეზოლუციას და განცხადებებს საქართველოში ფასი არ აქვს, პირიქით, უარყოფითი ფასი აქვს. მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომ ხალხში ევროკავშირის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროპის მიმართ კი არ შემცირდა ნდობა, ევროკავშირის ბიუროკრატიის ქმედებების მიმართ შემცირდა მნიშვნელოვნად ნდობა, რადგან ხალხი ხედავს, რომ თვალში ნაცრის შეყრასთან გვაქვს საქმე.

მტკიცებულება რომ ჰქონდეთ, ამდენ ხანს ცხრაჯერ იტყოდნენ. მათი მიზანია მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა. ვხედავთ, რომ ომი არ ჩერდება, ამ კუთხით საქართველოს მიმართ ამ ბიუროკრატების ინტერესი, სამწუხაროდ, უცვლელია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტის წევრმა ნაჩო სანჩეს ამორიმ განაცხადა, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა.

Advertisement