ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს რომ ზოგიერთი „ევროპელობას“ იჩემებს და გარედან გვამუნათებს, მათი პოლიტიკური წინამორბედები იმ დროს შევიდნენ მთავრობაში, როცა ჩვენ გამოვედით


ავტორი
Front News საქართველო
სანამ რამეს იტყვით, ბარიკადის ვინ რომელ მხარეს იყო, 1991-1992 წლებში, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო „ესენგეში“ შევიდა, მე, ბატონი თენგიზი და კიდევ არაერთი ადამიანი, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ მთავრობა. იშვიათად ხდებოდა, რომ ვინმე რომელიმე პოზიციიდან წამოსულიყო პოლიტიკური პროტესტის ნიშნით რუსეთთან კავშირის დამყარების გამო. ჩვენ კი მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება - დავტოვეთ ხელისუფლება სწორედ “ესენგეში” შესვლის გამო - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და სხდომაზე ერთვება.
"სანამ რამეს იტყვით, ბარიკადის ვინ რომელ მხარეს იყო, 1991-1992 წლებში, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო „ესენგეში“ შევიდა, მე, ბატონმა თენგიზმა და კიდევ არა ერთმა ადამიანმა, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ მთავრობა. იშვიათად ხდებოდა, რომ ვინმე რომელიმე პოზიციიდან წამოსულიყო პოლიტიკური პროტესტის ნიშნით რუსეთთან კავშირის დამყარების გამო. ჩვენ კი მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება - დავტოვეთ ხელისუფლება სწორედ “ესენგეში” შესვლის გამო.
დღეს რომ ზოგიერთი „ევროპელობას“ იჩემებს და გარედან გვამუნათებს - მათი პოლიტიკური წინამორბედები იმ დროს შევიდნენ მთავრობაში, როცა ჩვენ გამოვედით და მას შემდეგ სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ესენგეში“ შესვლის შემდგომ ჩამოყალიბდა, მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობად“ ტრანსფორმირდა და დღეს უკვე „ევროპულ ძალად“ მოგვევლინა.
ამიტომ, როცა ადამიანებზე საუბრობთ - ან კარგად გაიცანით ისინი, ან ნუ ილაპარაკებთ, ან თუ კრიტიკაა საქმიანად ილაპარაკეთ საკითხზე, რომელიც თქვენ გეხებათ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს