
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის უმრავლესობა ალბათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ოპოზიციაში დავაა, ვინ გახდება ლიდერი, შიდა ბრძოლებში არიან ჩართული, – ამის შესახებ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია კრიზისის წინაშე დგას, რადგან ხალხის არჩევანსა და სახელმწიფოს ებრძვიან.
"პოლიტიკური პარტიები როცა დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგი არ აწყობთ და თან ამას საგარეო ზეწოლა-წაქეზებით აკეთებენ, ბუნებრივია, ობიექტური კრიზისის წინაშე დგებიან. ეს კრიზისი მათი ქმედებებიდან გამოწვეული ობიექტური მოცემულობაა. ამაში ნაკლებად არის დამნაშავე „ქართული ოცნება“ და, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილი. რაც დათესეს, იმას იმკიან. კრიზისი დაუდგათ, რადგან ხალხის არჩევანსა და სახელმწიფოს ებრძვიან, ეს მათი პოლიტიკის შედეგია. ამაში დამნაშავე არც ხალხი და არც „ქართული ოცნებაა“, თავიანთ თავს მოჰკითხონ. რაც შეეხება ოპოზიციის დაპირისპირებას არჩევნებზე, ალბათ არჩევნებში მათი უმრავლესობა მონაწილეობას მიიღებს. ოპოზიციაში დავაა, ვინ გახდება ლიდერი. ამ შიდა ბრძოლებში არიან ჩართული. მათი შიდა ინტრიგები ისევ გაგრძელდება და ეს არახალია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს