ირაკლი ქადაგიშვილი - პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა ქმედება, მოვლენა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა

ავტორი
Front News საქართველო
პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა განცხადება, მოვლენა, ქმედება პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მთლიანად მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოს საქმე.
"ამის იქით პროკურატურას რა მტკიცებულებები გააჩნია, როგორი იქნება გამოძიება და სასამართლო პროცესი, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცდება. მთლიანად მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოს საქმეა. პროკურორის განცხადებაში არსად დამინახავს, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა გამოცხადდა მტრულ სახელმწიფოდ. აქ საუბარია, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც პროკურორმა თქვა, ეს ადამიანები აძლევდნენ უცხო ქვეყანას საჯარო მოხელეების და პოლიტიკოსების სიას, ითხოვდნენ მათ დასანქცირებას. ნუ შემიყვანთ პროკურატურის კომპეტენციაში, რაც პროკურორმა განაცხადა, ამაში ახალი არაფერია, რადგან ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ამბობდნენ, საქართველო არის რუსეთის იარაღის მიწოდების ხვრელი, უნდა მოხდეს კონსტიტუციური წყობილების არაკანონიერი შეცვლა და ა.შ. გამოძიების პრეროგატივაში და მით უმეტეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერც პროგნოზირებას გავაკეთებ და ვერც კომენტარს. ის, რაც პროკურორმა განაცხადა, ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს მოითხოვს.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


