ირაკლი ქადაგიშვილი - საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგეთ, გამოგეყენებინათ მანდატი, რომელიც ხალხმა მოგცათ


ავტორი
Front News საქართველო
პარტიების ყოფნა-არყოფნის საკითხს არა რომელიმე კონკრეტული პარტია, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
"{სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შევა. შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისა და გადაწყვეტილების საკითხი იქნება, თუ რა ვერდიქტს გამოიტანს. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს დიქტატურასთან დაკავშირებით, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაზე მათ თვითონ თქვეს უარი, თვითონ აირჩიეს რევოლუციის, დამხობის, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის და ქვეყნის ამოტრიალების პოლიტიკა. დიქტატურაზე კი არ უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი ქმედებების განმახორციელებელ პარტიებზე კანონი იმაზე უფრო მკაცრად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ ვმოქმედებთ. „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის კონსტიტუციისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი ტიპის პარტიებზე მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება. თუმცა ამას არა რომელიმე პარტია, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს.
ერთია, როდესაც ხალხი მხარს გიჭერს და მეორე, როდესაც ხალხის მხარდაჭერას თავადვე უგულებელყოფ. ხალხმა ბოლო არჩევნებზე მხარი რომ დაუჭირა, რა ქნეს, შევიდნენ პარლამენტში? მათ ხალხის მხარდაჭერა ნაგვის ყუთში მოისროლეს. ამიტომ, ხალხის მხარდაჭერით სპეკულირება არ შეიძლება. როდესაც მხარდაჭერას, დემოკრატიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების ნაცვლად, ანტიკონსტიტუციური ქმედებებისათვის იყენებ, ხალხს ნუღარ ამოეფარებით. საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგეთ, ხალხს 90-იანი წლების ქაოსში დაბრუნება არ უნდა. გამოგეყენებინათ მანდატი, რომელიც ხალხმა მოგცათ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა