Logo

ირაკლი ქადაგიშვილი - სავალალო მდგომარეობა, რაშიც ოპოზიცია იმყოფება, მათი შემოქმედების შედეგია

პოლიტიკა
127
Frontnews image description

სავალალო მდგომარეობა, რაშიც ოპოზიცია იმყოფება, მათი შემოქმედების შედეგია, უცხოელი მრჩევლების ნებას დაჰყვნენ, პარლამენტში არ შემოვიდნენ, უარი განაცხადეს კონსტიტუციაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ანა დოლიძის პარტიის, „ხალხისთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის საკითხზე.

„ბევრია ისეთი, ვისაც ერთი-ორკაციანი პარტია აქვს და თავის ინდივიდუალურ პოზიციონირებას ცდილობს. ჩვენთვის ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არათუ ჩვენთვის, თავად საარჩევნო პროცესისთვისაც. ეს სავალალო მდგომარეობა, რაშიც ოპოზიცია იმყოფება, მათი შემოქმედების შედეგია. აქ „ქართული ოცნების“ წვლილი მინიმალურიც კი არ არის, რადგან ისინი ქართველი ხალხის ნებას არ დაჰყვნენ, უცხოელი მრჩევლების ნებას დაჰყვნენ – პარლამენტში არ შემოვიდნენ, უარი განაცხადეს კონსტიტუციაზე და ის მიიღეს, რაც მიიღეს. ახლა ან სულ უნდა გამარგინალდნენ, ან ის მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ რაღაც ნაწილმა არჩევნებში მაინც მიიღოს მონაწილეობა, რათა პარტიები, ამომრჩეველი სულ არ დაკარგონ და არ გაქრნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Advertisement