ირაკლი ქავთარაძე - “საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა (IDU) საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე 14-16 მაისს ბრიუსელში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ფორუმში მონაწილეობენ.
“ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია ვიმყოფებით ბრიუსელში. ვესწრებით საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის სამიტს. სამიტმა სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ამ სამიტს ესწრებიან ლიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული რეზოლუცია გამოხატავს ცალსახა მხარდაჭერას ჩვენი საზოგადოების, პოლიტპატიმრების მიმართ, რომლებიც იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. რეზოლუცია გამოხატავს მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ნათქვამია, რომ ის არის პუტინის პატიმარი, შესაბამისად რეზოლუცია მოითხოვს მის გათავისუფლებას და რაც მთავარია, ყველა აცნობიერებს რომ “ოცნებამ” ქვეყანაში დაამყარა დიქტატურა და რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამისთვის “ოცნებამ” უნდა გადაიხადოს ფასი, კონკრეტულად უნდა დაუწესდეთ სანქციები. მათ უღალატეს საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაბამისად ისინი უნდა დაისაჯონ, ეს არის აქ მყოფთა ლიდერების ძალიან დიდი ნაწილის აზრი.
“ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რათა ქართველი ხალხის ხმა მიტანილი იყოს ყველგან, იქნება ეს ბრიუსელი, ვაშინგტონი თუ ნებისმიერი სხვა დედაქალაქი”, - განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.
თაგები:
ირაკლი ქავთარაძე