
ავტორი
Front News საქართველო
დიდი ხანია, ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება მძიმე მოცემულობაში არსებობს. ახლა არის ლეგიტიმაციის ვაკუუმი, ძალაუფლების ვაკუუმი, რეჟიმმა მიითვისა არჩევნები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან მძიმე, დეპრესიული, საფრთხეებით სავსე გზა. აქ იმარჯვებს ის, ვის მხარესაც სიმართლე და რესურსია.
“დიდი ხანია, ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება მძიმე მოცემულობაში არსებობს. ახლა არის ლეგიტიმაციის ვაკუუმი, ძალაუფლების ვაკუუმი, რეჟიმმა მიითვისა არჩევნები და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური, ამ არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს და მისცა მანდატი მაშინდელ ოპოზიციას, რომელიც, რეალურად ახლა არის მთავარი წარმომადგენელი საზოგადოების, რომელმაც უნდა შეძლოს მის მხარდამჭერ ნაწილთან ერთად, ეს ბერკეტები დაიბრუნოს და გადაიბაროს ხელისუფლება. სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ერთად, ამ რეალობის ცხადად აღქმა იქნება და არის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ გავაცნობიეროთ ის მოცემულობა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით ძალაუფლების უზურპატორი, რომელმაც ბოლო, დემოკრატიული, ლეგიტიმური ინსტრუმენტი ცვლილებებისა საზოგადოებას წაართვა. ეს არის ძალიან მძიმე, დეპრესიული, საფრთხეებით სავსე გზა, უბრალოდ, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას და საკუთარ თავს არ შევუქმნათ ილუზია და გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ხანგრძლივი მარათონი, სადაც გაიმარჯვებს ის, ვის მხარესაცაა უფრო მეტი რესურსი და სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.
თაგები:
ირაკლი ხვადაგიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს