
ავტორი
Front News საქართველო
26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტი რამდენიმე ანგარიშს მოისმენს.
მისივე თქმით, საპარლამენტო სესიის ბოლო კვირაა და საგაზაფხულო სესია 26 ივნისს დასრულდება.
„ეს სასესიო კვირა დახუნძლულია როგორც კანონპროექტებით, ასევე ანგარიშებით. ხვალ ჩვენ მოვუსმენთ სახალხო დამცველის ანგარიშს.
24 ივნისს იქნება გენერალური პროკურორის ანგარიში პარლამენტში.
25 ივნისს იქნება გენერალური აუდიტორის ანგარიში და 26 ივნისს საგაზაფხულო სესიას დახურავს პრემიერ-მინისტრის ანგარიში პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ასევე არის დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს