Logo

ირაკლი კირცხალია - 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს

პოლიტიკა
119
Frontnews image description

პაატა ბურჭულაძის განცხადება სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვათ? 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში გადაიბაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ბურჭულაძის განცხადებები მის რეალურ სახეს აჩვენებს.

"ნეპალში რაც ხდებოდა, იმაზე ანიტა ხაბეიშვილების და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები, ჟივილ-ხივილი და აღტკინება ამორალურია. ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოები, სისხლზე შეყვარებული პოლიტიკური ძალა არიან. ეს განცხადებებიც მათ რეალურ სახეს აჩვენებს. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამ მწამებლების მიერ ჩადენილი რა ფაქტები მოისმინა ქართულმა საზოგადოებამ. რეკეტირების და მწამებლების აზრებს როცა იზიარებ, შემდეგ ისიც მოგწონს, რაც ნეპალში მოხდა და ისიც, როცა ადამიანს ყელში ტყვიას ესვრიან, ეს მათი სახეა“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement