Logo

ირაკლი კირცხალია - ამაყი ვარ, რადგან დღესაც დგას ეს ტელევიზია, მისი ღირსეული გუნდი მშვიდობის, სამშობლოს, ერთიანობის სადარაჯოზე

პოლიტიკა
112
Frontnews image description

ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხნენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ბრიტანეთი იმეორებს იგივე თავდასხმას, რაც მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ „იმედში“ 2007 წელს დაატრიალა.

"105 წელი გავიდა 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, ეს დღე ქართველებს გვახსენებს თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, სამშობლოსთვის, ღირსებისთვის ბრძოლა, ეს გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ნიშანდობლივია, რომ ამ დღეს ვზივარ ტელევიზიაში, რომელიც მაშინ მეხუთე კოლონამ ფიზიკურად დაარბია, გვახსოვს რამდენიმეწლიანი ოკუპაცია, ძალადობრივი ოკუპაცია და დღეს უკვე ვხედავთ, მეხუთე კოლონას სრულად ძალგამოცლილს, სათავეში ჩაუდგნენ თავიანთი პატრონები და კლასიკური, ყველაზე ბოროტი საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი ძალა. ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხნენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას. იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს. პატივია თითოეული ქართველისთვის ამ ტელეკომპანიაში მოსვლა, დღეს კიდევ განსაკუთრებულად შემიძლია ვთქვა, რომ ამაყი ვარ, რადგან დღესაც დგას ეს ტელევიზია, მისი ღირსეული გუნდი მშვიდობის, სამშობლოს, ერთიანობის სადარაჯოზე, როგორც ეს იყო და როგორი ისტორიაც აქვს ამ სახელს, რასაც "იმედი" ჰქვია", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები