Logo

ირაკლი კირცხალია - ამაზრზენია და გულის ამრევია ეს ყველაფერი, საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს

პოლიტიკა
1 დღის წინ / 15:21
Frontnews image description

ამაზრზენია და გულის ამრევი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ  ვიხილეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლ „ლიბერტესთან“ დაკავშირებით განაცხადა.

კირცხალიას განცხადებით,  საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს, თუ რეალურად რა ჯგუფები მოქმედებენ დღეს ეროვნულობის, ღირსების, თავისუფლების, ქვეყნისა და ეკლესიის სიყვარულის სახელით.

"საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს, რეალურად რა ჯგუფები მოქმედებენ დღეს ეროვნულობის, ღირსების, თავისუფლების, ქვეყნისა და ეკლესიის სიყვარულის სახელით. არ დაგვავიწყდეს, რომ აქ უკვე ეს დაჯგუფებები დღესასწაულებზე გალობენ ქაშვეთის ეზოში სამარცხვინოდ “, - განაცხადა  ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement