Logo

ირაკლი კირცხალია - არ დავუშვებთ ექსტრემიზმს, თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, როგორ აღმოიფხვრა გადატრიალების თითოეული მცდელობა

პოლიტიკა
138
Frontnews image description

ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გვესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, რადიკალები და მათი გარე პატრონები მუდმივად ცდილობენ ქვეყანა დააზიანონ.

"როდესაც ვამბობთ - რა მოლოდინები გვაქვს, მოლოდინები გვაქვს ერთის, ვიცით, რომ სანამ ეს მძლავრი მანქანა ე.წ. „დიფ სთეითი“ ასე მძვინვარებს ბრიუსელში, ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა სამწუხაროდ, აშშ-ში ბევრი ქმედითი ნაბიჯის მიუხედავად, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აწარმოვა ამ წლების განმავლობაში, ისინი არ შეანელებენ ამ ყველაფერს.

პრევენცია არის ერთი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, თუ როგორ იქნა აღმოფხვრილი თითოეული რევოლუციური და გადატრიალების მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება ცდილობდა, რომ მოეხდინა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები