ირაკლი კირცხალია - ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში, დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს

ავტორი
Front News საქართველო
მათ გადაწყვეტილი აქვთ, დიფ სთეითის ბინძურ სცენარს მიჰყვნენ. გრძნობენ, რომ ისინი წარმავალი არიან. ყოველთვის ვამბობდით ჩვენ, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს, რასაც მთელი მსოფლიო კარგად ხედავს, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ელჩების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხება.
"აქედან გამომდინარე ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ის ძალაუფლება, რომელიც დღეს აქვთ მაქსიმალურად დესტრუქციულად გამოიყენონ. ამაზე მეტი არადემოკრატიულობა, თავხედობა რა შეიძლება გააკეთო. ევროკავშირის ელჩი და ა.შ. გამოდიან და პირდაპირ მოუწოდებენ, რომ დიახ, სანქციები უნდა დაუწესოთ რუსეთს, უნდა დაინგრეს თქვენი ეკონომიკა, რადგან ჩვენ ასე გვინდაო. ამ ნანგრევებში უნდათ რომ მოჰყვეს ჩვენი ქვეყანა. არამხოლოდ ღიად მოგვიწოდებდნენ ამ ყველაფერს, არამედ სახელმწიფო გადატრიალებაში პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას თავიანთი განცხადებებით“, - განაცხადა კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




