ირაკლი კირცხალია - დარჩათ ერთადერთი გზა, რადიკალიზაცია, შეურაცხყოფის მიყენება, პროვოკაცია


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის სტრატეგია დიდი ხანია გამოკვეთილია და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა სტრატეგია აქვს იმ აგენტურულ ქსელს და იმ გათითოკაცებულ პარტაქტივს, პირდაპირი მნიშვნელობით „ფაშისტურ მოძრაობას“, - განაცხადა "იმედის" ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ იხილა, იყო "ლიბერალური ფაშიზმის“ გამოხატულება.
"გამოვლინდა ლიბერალური ფაშიზმის სრული სურათი, რაც შეიძლება ადამიანმა „ლაივში“, 21-ე საუკუნეში იხილოს ქუჩაში და არა მხოლოდ ქუჩაში, სოციალურ ქსელში და ა.შ. რაც შეეხება მათ სტრატეგიას, მოდით შევხედოთ ასე - ვისთან გვაქვს საქმე? ვის წარმოადგენს ეს სამასამდე მორბენალი ფაშისტი?! წარმოადგენს სრულიად განულებულ ოპოზიციურ ძალას, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ რადიკალურ ძალას და ალბათ, ყველაზე რბილი ნათქვამია რადიკალური და მარგინალური, განსაკუთრებით იმ ქმედებების შემდეგ, რომელ ქმედებებსაც მათივე დაკვეთით ვხედავთ ახალგაზრდების თუ არა ახალგაზრდების მოქმედებებით ქუჩაში. ადამიანების, რომელთაც ვერ გაარჩევ ქალბატონია, მამაკაცია - მათი მეტყველებით, მათი აღჭურვით, მათი შეურაცხყოფის ფორმით. შეიძლება გოგონას ესაუბრებოდე შენიღბულს და ისეთი სიტყვებით ილანძღებოდეს და ისეთ შეურაცხყოფას გაყენებდეს, რომ უბრალოდ გაკვირვებაც ზედმეტია. ეს არის მათი სახე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, „ამ განულებულ ძალებს“ ახალისებენ დასავლეთიდან და მიზანი არის რადიკალიზაცია.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რადიკალების დასავლელმა პატრონებმა კარგად იციან, რომ დესტრუქციის გარდა ოპოზიციას საქართველოში აღარაფერი დარჩა.
„დარჩათ ერთადერთი გზა: რადიკალიზაცია, შეურაცხყოფის მიყენება, პროვოკაცია, მივარდნნენ, შტაბში შევარდნენ, იგინონ, ყველაფერი გააკეთონ, რითაც შეიძლება დახასიათდეს ლიბერალური ფაშიზმი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს